ქვევრის ორგანული ღვინო

მდებარე ქინძმარაულის ცნობილ მიკროზონაში, ჩვენ, ტრადიციული ქართული ჯიშის ყურძენი რქაწითელის და საფერავიდან ვაწარმოებთ მაღალი ქვევრის მაღალი ხარისხის ორგანულ ღვინოებს.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, თავისი ხარისხის გამო ჩვენი ღვინო აღიარებულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვახდენთ ჩვენი ღვინის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ნორვეგიასა და იაპონიაში. 2014 და 2015 წლების ღვინისა და სპირტის გამოფენაზე „WinExpo Georgia”, ჩვენი რქაწითელი დაჯილდოვდა ოქროს მედლით და 2013 და 2018 წლებში მან ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ღვინოები ხელმისაწვდომია 0.75 ლ ბოთლებში და მათი შეძენა შესაძლებელია როგორც თემში, ასევე საქართველოს სხვადასხვა მაღაზიებსა და რესტორნებში (ქვევით იხილეთ ღვინის შეძენის ადგილების რუკა). თუ ღვინის შეძენა გსურთ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს გაყიდვების მენეჯერს. ფასები მოგეწოდებათ მოთხოვნის შემდეგ.

  • წითელი მშრალი - საფერავი

    წითელი მშრალი

    საფერავი

    2013

  • წითელი მშრალი - საფერავი

    წითელი მშრალი

    საფერავი

    2020

  • თეთრი მშრალი - რქაწითელი

    თეთრი მშრალი

    რქაწითელი

    2019

საფერავი 2013

ღვინოს აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა. ცხვირზე, ღვინოს აქვს ხორცის, სანელებლების, წითელი ვაშლის, ბროწეულის და ფერმენტირებული ველური კენკრის არომატი. გემოზე ღვინო არის ცოცხალი და დამრგვალებული. ღვინოს აქვს ახალგაზრდა მტვრისებრი ტანინები, დიდხანს გამყოლი დაბოლოება და მაყვლის, ცინცხალი მოცვის და სანელებლების გემო. მიირთვით ჩაციებული სტეიკთან, ღორის ბარბიქიუსთან და დაძველებულ ყველთან ერთად.

საფერავი 2020

ღვინოს აქვს მუქი ბროწეულის ფერი და ბროწეულის კანის, ტყის კენკრის, ველური მოცვის და ტყავის არომატი. ღვინო არის ცოცხალი, საშუალო მჟავიანობითა და ახალგაზრდა, დამრგვალებული ტანინებით, მაყვლის, წითელი მოცხარის, ქლიავისა და წითელი ალუბლის გემოთი. მიირთვით ჩაციებული ემპანადასთან, პროშუტოს პიცასთან და მსუბუქ ყველთან ერთად.

რქაწითელი 2019

ღვინო არის მუქი ქარვისფერი შეფერილობის. აქვს კურაგის, ყვითელი ქლიავისა და შავი ჩაის არომატები. ღვინოს ხასიათდება საშუალო ტანინებითა და მჟავიანობით, გამომშრალი ხილის გემოთი და საშუალოზე ხანგრძლივი დაბოლოებით.მიირთვით ჩაციებული ღორის ნეკნებთან, მწვადთან და თევზთან ერთად.

ღვინის დახასიათებები: გიორგი ფოცხვერაშვილი, სომელიე ‘8000 მოსავალი’

Logo CauscasCert
სერტიფიცირებულია კაუკასსერთ-ის CaucasCert მიერ


Logo WineTourism