იყავი ჩვენი მომხმარებელი

ჩვენ ვაწარმოებთ ქვევრის ორგანულ ღვინოს, ხილის წვენებს, წითელი დოლი, სხვადასხვა საკვებს და ხელნაკეთობებს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია თემში ან სხვადასხვა მაღაზიებსა და რესტორნებში კახეთში, თბილისში და ზოგჯერ საზღვარგარეთაც. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ტურისტული შემოთავაზებები. დაგვიკავშირდით თუ სურვილი გაქვთ შეუკვეთოთ ჩვენი პროდუქცია ან გვესტუმროთ თემში როგორც ტურისტი.

მოხალისე

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით მივიღოთ მოხალისე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ფართო არჩევანის საქმის საკეთებლად. გვეწვიეთ თემში და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ყოველდღიურ ისეთ საქმიანობაში როგორიცაა ფერმერული მეურნეობა, საკვების გადამუშავება, დურგლობა, მშენებლობა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე მზრუნველობა. ჩვენ ვთხოვთ მოხალისეებს გაიღონ ფინანსური კონტრიბუცია კვირაში 250 ლარის ოდენობით კვების და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარავად. დაგვიკავშირდით თუ თქვენ თემში მოხალისედ ჩამოსვლა გსურთ.

შემოწირულობა

ჩვენი წევრების მხოლოდ ნახევარი იღებს შემწეობას სახელმწიფოსგან. ამდენად ჩვენ გარე დახმარებაზე ვართ დამოკიდებულნი, მანამ სანამ ვერ შევძლებთ ჩვენი სამეწარმეო საქმიანობიდან საკმარისი შემოსავლების გენერირებას. ჩვენ ასევე ვეძებთ ფინანსირებას დიდი ინვესტიციებისთვის.

თუ გსურთ შემოწირულობის გაკეთება, შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

საქველმოქმედო კავშირი 'თემი' / 'Temi' Charity Union
თიბისი ბანკი / TBC Bank
IBAN: GE87TB7934736080100002
BIC: TBCBGE22

Freunde der Erziehungskunst Rudolf Steiners e.V.
Weinmeisterstr. 16
10178 Berlin  

GLS Gemeinschaftsbank Bochum
IBAN: DE47 4306 0967 0013 0420 10
BIC: GENODEM1GLS
Purpose/Zweck: Gremi, Projekt 6100


დიდი მადლობა!